logo_geo
eng_logo
შსს-მ თბილისში გამოძალვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
- +

1 აპრილი. 2018. 11:49


 

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1974 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი მ.კ. გამოძალვის ბრალდებით დააკავა. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

„ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბრალდებული თბილისში დააკავეს.

 

გამოძიებამ დაადგინა, რომ მ.კ. ერთ-ერთ მოქალაქეს, მუქარისა და იძულების გზით, თანხას სისტემატურად სძალავდა.

 

გამოძიება გამოძალვის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 181-ე მუხლის 1-ლი ნაწილით", - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner