დღეს მართლმადიდებელი ეკლესია ბზობას აღნიშნავს. ლიტურგია დილიდან აღევლინება სამების საკათედრო ტაძარში, წირვას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მღვდელმთავრებთან ერთად ატარებს.
ბზობა მოძრავი დღესასწაულია რომელიც ყოველთვის აღდგომის წინა კვირა დღეს აღინიშნება და იერუსალიმში პასექის დღესასწაულზე იესო ქრისტეს შესვლის უკავშირდება.
საპატრიარქო მრევლს ურჩევს დღესასწაულს ქოთნის ბზით შეხვდნენ და კოლხური ბზის გაზრდა ტრადიციად დაამკვიდრონ, რითიც წითელ წიგნში შეტანილი მცენარის გადარჩენას ხელს შეუწყობენ.