რუსული მედიის ინფორმაციით, კემეროვოს ოლქის გუბერნატორმა ამან ტულეევმა თანამდებობა დატოვა.
ტულეევმა პოსტი პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა, რომლითაც მან პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს მიმართა.
25 მარტს რუსეთში, ქალაქ კემეროვოში ხანძრის დროს დადასტურებული ინფორმაციით 64 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 41 ბავშვია. ადგილზე მისულმა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ტრაგედია გულგრილობისა და გაუფრთხილებლობის ბრალია და ქვეყანაში ეროვნული გლოვის დღე გამოაცხადა.