logo_geo
eng_logo
ხოსეპ გვარდიოლა: წინ კიდევ 90 წუთია!
- +

28 აპრილი. 2016. 18:51


ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების პირველ ნახევარფინალურ მატჩში მადრიდის „ატლეტიკომ" მიუნხენის „ბაიერნი" მიიღო და მინიმალური ანგარიშით - 1:0 იმარჯვა. შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა გერმანელთა თავკაცმა ხოსეპ გვარდიოლამ.


„საულის გოლი ბრწყინვალე იყო. იგი ფანტასტიკური მოთამაშება, თუმცა ეს ეპიზოდი ჩვენი შეცდომის შედეგი იყო. მატჩამდე ვამბობდით, რომ „ატლეტიკომ" კარგი სტარტი აიღო. შედეგი ჩვენთვის ცუდია. უსიამოვნოა, როცა სტუმრად გოლი ვერ გაგაქვს, მაგრამ წინ კიდევ 90 წუთია.

 

კარგად ვითამაშეთ და საკმარისი მომენტები შევქმენით გოლის გასატანად. მეორე მატჩში უკეთ თამაში გვმართებს. „ბაიერნმა" ერთი გოლი მაინც უნდა გაიტანოს, რომ დამატებით დროში თამაშის უფლება მოიპოვოს", - განაცხადა ესპანელმა სპეციალისტმა.


„ატლეტიკოსა" და „ბაიერნის" მორიგი დაპირისპირება „ალიანც არენაზე", 3 მაისს, თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება. წყვილში გამარჯვებული, გათამაშების ფინალში „მანჩესტერ სიტისა" და მადრიდის „რეალს" შორის ორი მატჩის მიხედვით გამარჯვებულს დაუპირისპირდება.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner