საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში ილინოისის უნივერსიტეტს ესტუმრა. პრემიერი ამ უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია. ილინოისის პროფესორებს ახსოვთ გამორჩეული სტუდენტი, რომელსაც „ჯორჯს" ეძახდნენ.
„ბატონი კვირიკაშვილი გვახსოვს, როგორც ძალიან საუკეთესო სტუდენტი. მას მაღალი აკადემიური მოსწრება ჰქონდა, გარდა ამისა, ის ბევრი პიროვნული ღირსებით იყო გამორჩეული. იყო ძალიან მეგობრული და კეთილგანწყობილი. ამაყი ვარ, რომ დღეს ის საქართველოს პრემიერ-მინისტრია", - განაცხადა ილინოისის უნივერსიტეტის პროფესორმა როჯერ ქენედიმ.
წყარო - medialine.ge