ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში შემოტანისა და შენახვისთვის ბრალდებულ ირაკლი ქორიძეს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.
როგორც მოსამართლე ნატო ხუჯაძემ განაცხადა, არსებობს ბრალდებულის მიმალვის, ასევე მის მიერ მტკიცებულებების განადგურებისა და დანაშაულის ჩადენის საფრთხე.
შინაგან საქმეთა სამინისტრო შპს „კატასტროფის მედიცინის ცენტრის" დირექტორის შვილს, ირაკლი ქორიძეს ორ დანაშაულს ედავება. კერძოდ, ქორიძეს ბრალი ედება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვასა და გადაზიდვაში.