20-ზე მეტი ადამიანი დაშავდა ირანში დღეს მომხდარი 5.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად.
„დღევანდელი მიწისძვრის შედეგად 23 ადამიანი დაშავდა, რომლებსაც ამბულატორიული დახმარება გაეწიათ", - განაცხადა პროვინცია ქემრანშაჰის ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელმა.
ევროპის ხმელთაშუაზღვის სეისმოლოგიური ცენტრის ინფორმაციით, 5.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ირანისა და ერაყის საზღვარზე, ბაღდადიდან 170 კილომეტრში დაფიქსირდა. თეირანის უნივერსიტეტთან არსებული გეოფიზიკის ინსტიტუტის მონაცემებით კი, მიწისძვრის სიმძლავრე 5,3 მაგნიტუდას შეადგენდა.