logo_geo
eng_logo
რეჯეფ ტაიპ ერდოღანი: სირიაში 3800 ტერორისტია ლიკვიდირებული
- +

1 აპრილი. 2018. 19:21



თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ ტაიპ ერდოღანის განცხადებით, თურქმა სამხედროებმა სირიაში 3800 ტერორისტის ლიკვიდაცია შეძლეს.

 

„აფრინის რეგიონში ჩატარებული სამხედრო ოპერაციის მონაწილეებმა 3800 ტერორისტის ლიკვიდაცია მოახერხეს. ეს აღელვებს საფრანგეთს, მაგრამ ჩვენ ამ გზით სიარულს გავაგრძელებთ", - განაცხადა ერდოღანმა.


მისივე თქმით, ამჟამად ოპერაცია სახელწოდებით „ზეთისხილის რტო" ტელ-რიფატის სიახლოვეს გრძელდება. თურქეთის არმიამ სამხედრო ოპერაცია სირიაში 20 იანვარს წამოიწყო. მათი მიზანი სირიელი ქურთების მიერ დაკავებული ქალაქების გათავისუფლება იყო. 24 მარტს თურქეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ აფრინის რაიონს სრულად აკონტროლებენ.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner