logo_geo
eng_logo
გიგი უგულავა: ამირჩიეთ, რა, ამირჩიეთ, ხალხი არა ხართ?!
- +

1 აპრილი. 2018. 21:54



დახედეთ ფოტოს, კარგად დააკვირდით, ობიექტივს აქვს დაჭერილი წამი, სადაც შესანიშნავადაა გაშიფრული ადამიანის ამჟამინდელი მდგომარეობა. გიგი უგულავას ისე უნდა დეპუტატობა, ისე უნდა ძალაუფლების რაღაც ნაწილის დაბრუნება, მზადაა, იტიროს, გული ამოიგლიჯოს, ხონისა და ვანის მოსახლეობას წინ დაუდოს და დაიფიცოს, რომ ის გამოსწორდა, აღარასოდეს ჩაიდენს გიჟობებს, რასაც სჩადიოდა... რაც მთავარია, აღარასოდეს მოიპარავს 48 მილიონ დოლარს ბიუჯეტიდან. ისე, როგორ არ მოიპარავს, თუ სადეპუტატო იმუნიტეტს მოიპოვებს, მაგრამ ახლა ასეა საჭირო, ასე უნდა თქვას, ასე უნდა დაიფიცოს, თავისი „უმანკოება" დაამტკიცოს.



ამ ფოტოს პათოსი ასეთია: ამირჩიეთ, რა, ამირჩიეთ, ხალხი არა ხართ? გინდათ, თავი მოვიკლა? ერთი მანდატი გიღირთ იმად, რომ მე თავი მოვიკლა? ხომ გემსახურეთ? ხომ დაგიხანით და დაგითესეთ, ჭურჭელიც გაგირეცხეთ, ქვაბებიც დაგიხეხეთ, ყველა ორღობე მოვიარე, თითოეულ გოჯს ფეხი დავადგი, ფაროსანასაც ვებრძვი... პირობას გაძლევთ, ბოლომდე გავანადგურებ, მეტი რა გავაკეთო, ამირჩიეთ, მეც მინდა პარლამენტში. გთხოვთ, გემუდარებით, ნუ გამწირავთ. მინდა და რა ვქნა?!


არა მგონია, გიგლა უგულავამ თავი მოიკლას, თუ არ აირჩევენ, მაგრამ ახლა ასეა საჭირო!


გელა ზედელაშვილი


 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner