logo_geo
eng_logo
საქართველოს U18 ნაკრები სლოვაკეთში ჯგუფის ბოლო ადგილზე გავიდა
- +

28 აპრილი. 2016. 19:01


საქართველოს 18-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა სლოვაკეთის საერთაშორისო ტურნირში მესამე მატჩი გამართეს, რომელშიც უკრაინელ თანატოლებს დაუპირისპირდნენ. შეხვედრა უგოლოდ - 0:0 დასრულდა.


ქართველმა ახალგაზრდებმა ტურნირზე მანამდე აშშ-სთან 1:5 წააგეს, მასპინძელ სლოვაკეთთან კი ფრედ 1:1 ითამაშეს. შედეგად, B ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავეს.


ტურნირის რეგლამენტის თანახმად, გიორგი ყიფიანის შეგირდები მე-7 ადგილისთვის მატჩს A ჯგუფის მეოთხეადგილოსან მაკედონიასთან, 29 აპრილს გამართავენ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner