logo_geo
eng_logo
სოფო ხუნწარია: გიგი ძალიან წარმატებული იქნება, აი ნახავთ - მის სახელს კიდევ ბევრჯერ გავიგებთ!
- +

1 აპრილი. 2018. 22:13



თბილისის მერის მოადგილე სოფო ხუნწარია სოციალურ ქსელში წერს:


„დღევანდელი დიდი პოზიტივისთვის, პირველ რიგში მადლობა გიგის. მისი მაგალითი გადამდები უნდა გახდეს მთელი თაობისთვის. მე მსგავსი მიზანსწრაფული, ჭკვიანი, ენერგიული და პოზიტიური არავინ შემხვედრია. დიდი მადლობა მას ყვავილებისთვის, რომელმაც კიდე უფრო გამაბედნიერა... დიდი მადლობა კახა კალაძე, რომ მიიღო გადაწყვეტილება გიგისთვის მზიურში გამოგვეყო ადგილი და გვეჩუქებინა ჯიხური... მადლობა ანა გოგუაძეს მზიურის დიასახლისს, რომელიც სიხარულით შეხვდა ამ გადაწყვეტილებას.... და თათო გვარიშვილს რომელიც მხარში უდგას, თავისი შვილის გადაწყვეტილებას და ხელს უწყობს მის მისწრაფებებს.... გიგი ძალიან წარმატებული იქნება, აი ნახავთ. მის სახელს კიდევ ბევრჯერ გავიგებთ", - წერს სოფო ხუნწარია.

 

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ 15 წლის გიგი ანთაძეს ბიზნესსაქმიანობისთვის მზიურის პარკში​ ჯიხური  გადასცა.

პატარა ბიზნესმენმა ჯიხურის სახელი თბილის მერთან ერთად შეარჩია. „გიგის წვენები" მუშაობას ხვალიდან დაიწყებს, თუმცა მანამადე გიგიმ ახალდდაწურული წვენი მზიურში შეკრებილ სტუმრებს დააგემოვნებინა.


 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner