logo_geo
eng_logo
ნინო გოგუაძე: თუ რაიმე განსაკუთრებულის გახსენება შეიძლება გასული საუკუნიდან - 1991 წლის 31 მარტია!
- +

1 აპრილი. 2018. 22:13


 

საქართველოს პარლამენტის წევრი ნინო გოგუაძე სოციალურ ქსელში წერს:

 

„თუ რაიმე გამორჩეულის და განსაკუთრებულის გახსენება შეიძლება გასული საუკუნიდან, 1991 წლის 31 მარტია - საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმი. ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან, საქართველო ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც რეფერენდუმი გამართა დამოუკიდებლობის აღდგენაზე და ერთადერთი შეკითხვა დაუსვა თავის მოქალაქეებს:

„თანახმა ხართ თუ არა აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე?".

 

საქართველოს მოქალაქეთა 90% -ზე მეტმა მიიღო მონაწილეობა და 99.08% უპასუხა - „დიახ".

 

ამ დღეს გილოცავთ!" - წერს გოგუაძე.

 


 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner