საქართველოს პარლამენტის წევრი ნინო გოგუაძე სოციალურ ქსელში წერს:
„თუ რაიმე გამორჩეულის და განსაკუთრებულის გახსენება შეიძლება გასული საუკუნიდან, 1991 წლის 31 მარტია - საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმი. ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან, საქართველო ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც რეფერენდუმი გამართა დამოუკიდებლობის აღდგენაზე და ერთადერთი შეკითხვა დაუსვა თავის მოქალაქეებს:
„თანახმა ხართ თუ არა აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე?".
საქართველოს მოქალაქეთა 90% -ზე მეტმა მიიღო მონაწილეობა და 99.08% უპასუხა - „დიახ".
ამ დღეს გილოცავთ!" - წერს გოგუაძე.