თბილისის საკრებულოს „ქართული ოცნების" წევრი ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელში წერს:
„ძალიან კარგი უფროსი მეგობარი მყავს ზურა ლაზიშვილი, ძმაკაცმა დაგვაკავშირა წლების წინ. ერთ დღეს მეგობრების წრეში ერთად მოვხვდით, რამდენიმე მათგანი ზურას არ იცნობდა და მეც წარვუდგინე, გაიცანით ზურა ლაზაშვილითქო (გვარში ერთი ასობგერა შემეშალა) არ დააყოვნა ზურამ და ჩვეული ქალაქური იუმორით ჩაერთო, ლაზაშვილი ბიჭებო ნათიაა, მე ლაზიშვილი ვარო...
ხოდა „რუსთავი 2" შაქარიშვილი ვარ შ ა ქ ა რ ი' შ ვ ი ლ ი !" - წერს ვატო შაქარიშვილი.