სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის კოორდინაციით, უწყებათაშორისმა ჯგუფმა „ეროვნული სამხდრო სტრატეგიის" დოკუმენტის განახლებაზე მუშაობა დაიწყო. ჯგუფის სამუშაო შეხვედრა საბჭოს აპარატში გაიმართა.
შეხვედრაში სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის თავდაცვის საკითხთა დეპარტამენტის, ეროვნული უშიშროების საბჭოს, საგარეო საქმეთა სამინისტროს, დაზვერვის სამსახურის, თავდაცვის სამინისტროს, გაერთიანებული შტაბის და სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
დაიგეგმა უწყებათაშორისი ჯგუფის შემდგომი შეხვედრები.