logo_geo
eng_logo
მალხაზ თოფურია: ნაციონალებმა თავიანთი „სამიზნე მასა“ იმდენად დაავადეს, რომ დამწვარი რუსი ბავშვები გამარჯვება ჰგონიათ!
- +

1 აპრილი. 2018. 23:36



ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლების ვეტერანი, შავნაბადას ბატალიონის პირველი ასეულის ყოფილი მეთაური მალხაზ თოფურია სოციალურ ქსელში კემეროვოს სავაჭრო ცენტრში ხანძრის დროს 41 ბავშვის დაღუპვას შემდეგი სახის პოსტით ეხმაურება:


„როგორ ტვინ ნაღრძობ რუსეთუმეს და როგორ ავადმყოფ ქართველ პუტინისტს არ გადავყრივარ, მაგრამ არასდროს არც ერთ მათგანს არ დასცდენია, რა კარგია ამერიკაში ბავშვები, რომ ჩაცხრილეს სკოლაშიო... იმდენად დაავადეს ე.წ. ვითომ დასავლური დემოკრატიით ნაციონალებმა თავიანთი „სამიზნე მასა" კასტილიანი მანიაკი ჯორჯ ვაშინგტონის საქმის გამგრძელებელი გონიათ და დამწვარი რუსი ბავშვები დასავლური სამყაროს გამარჯვება... არა და რეალობაში მენტალურად და ინტელექტუალურად ეს „სამიზნე მასა" საბჭოეთის 30 იანი წლების ეჟოვის დოქსოპულოების რეინკარნაციაა", - წერს თოფურია.


შეგახსენებთ, რომ რუსეთის ქალაქ კემეროვოს სავაჭრო ცენტრში ხანძრის დროს 41 ბავშვი დაიღუპა.






 

right_banner right_banner
არქივი
right_banner