logo_geo
eng_logo
საფრანგეთში, ატრაქციონზე მომხდარ ინციდენტს მსხვერპლი მოჰყვა
- +

2 აპრილი. 2018. 01:33



საფრანგეთში აღდგომის დღესასწაულის აღნიშვნა უბედური შემთხვევით დასრულდა. ამის შესახებ Euronews-ი იუწყება.


ლიონთან ახლოს მდებარე ნიოვილ-სურ-ენის კომუნაში ატრაქციონების მოძრავ პარკში ავარია მოხდა. დიდი სიჩქარით მოძრავი კარუსელი მოულოდნელად ჩამოვარდა.


ერთ-ერთი კაბინა კონსტრუქციას მოწყდა და რამდენიმე მეტრის მოშორებით გადავარდა. ტრავმების შედეგად 40 წლის კაცი დაიღუპა, 8 წლის ბავშვი კი დაშავდა.


შოკური მდგომარეობიდან გამოსასვლელად 11 ბავშვს და 1 ზრდასრულს პირს კი ფსიქოლოგების დახმარება დასჭირდა. მომხდარის მიზეზები უცნობია.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner