საფრანგეთში აღდგომის დღესასწაულის აღნიშვნა უბედური შემთხვევით დასრულდა. ამის შესახებ Euronews-ი იუწყება.
ლიონთან ახლოს მდებარე ნიოვილ-სურ-ენის კომუნაში ატრაქციონების მოძრავ პარკში ავარია მოხდა. დიდი სიჩქარით მოძრავი კარუსელი მოულოდნელად ჩამოვარდა.
ერთ-ერთი კაბინა კონსტრუქციას მოწყდა და რამდენიმე მეტრის მოშორებით გადავარდა. ტრავმების შედეგად 40 წლის კაცი დაიღუპა, 8 წლის ბავშვი კი დაშავდა.
შოკური მდგომარეობიდან გამოსასვლელად 11 ბავშვს და 1 ზრდასრულს პირს კი ფსიქოლოგების დახმარება დასჭირდა. მომხდარის მიზეზები უცნობია.