logo_geo
eng_logo
ბელორუსის პრეზიდენტმა ბიზნესმენებს მოუწოდა, რუსეთის ალტერნატიული ბაზრები ეძიონ
- +

2 აპრილი. 2018. 10:29



ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშნეკომ ბელორუს ბიზნესმენებს მოუწოდა, რუსეთის ალტერნატიული ბაზრები ეძიონ. ria.ru-ს ინფორმაციით, ამის მიზეზი რუსეთის მხრიდან ბელორუსული სოფლის მეურნეობის რამდენიმე პროდუქტის რუსეთში იმპორტის აკრძალვა სახელდება.


ლუკაშენკოს განცხადებით, მას სურს რუს კოლეგა ვლადიმირ პუტინთან შეხვედრა და განხილვა საკითხებისა, რომელიც ამ აკრძალვას ეხება.


„თუ რუსეთს ჩვენი არ ესმის და არ უნდა, რომ ესმოდეს, მოდი შევხვდეთ პუტინს ინაუგურაციის შემდეგ, გავიაროთ დეტალურად ყველა საკითხი. უნდა გავერკვეთ, რა ხდება. თუ მათ გადაწყვიტეს ჩვენი დამცირება, არავინ იცის რის გამო, მაშინ ჩვენ საკუთარ ბედნიერებას სხვაგან ვიპოვით. ამიტომ ეძიეთ ახალი ბაზრები. არ შეიძლება მხოლოდ ერთ ბაზარზე იყოთ მუდამ დამოკიდებული", - განაცხადა ლუკაშენკომ.




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner