logo_geo
eng_logo
ავსტრალიის საგარეო საქმეთა სამინისტრო თავის მოქალაქეებს მოუწოდებს, რუსეთში მგზავრობისას სიფრთხილე გამოიჩინონ
- +

2 აპრილი. 2018. 10:32



ავსტრალიის საგარეო საქმეთა სამინისტრო თავის მოქალაქეებს მოუწოდებს, რუსეთში მგზავრობისას ქვეყანაში არსებული ანტიდასავლური განწყობების გამო სიფრთხილე გამოიჩინონ. ამის შესახებ ავსტრალიის საგარეო უწყების ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებულ ჩანაწერშია ნათქვამი.


ავსტრალიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ტურისტებს მოუწოდებს, რუსეთში ყოფნისას სიფრთხილე გამოიჩინონ და თავი აარიდონ იმ ადგილებს, სადაც საპროტესტო აქციები ან დემონსტრაციები მიმდინარეობს და ასევე არ ჩაებან პოლიტიკის შესახებ დისკუსიებში.


„პოლიტიკური დაძაბულობის გაძლიერების გათვალისწინებით, თქვენ უნდა უფრთხილდეთ ანტიდასავლური განწყობების ან დევნის გამოვლინებას", - მიმართავს ავსტრალიის საგარეო უწყება თავის მოქალაქეებს.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner