logo_geo
eng_logo
„კულტურის სამინისტრო კულტურაზე უნდა ზრუნავდეს!“ - რას ფიქრობენ კულტურის სფეროს წარმომადგენლები “Check in Georgia”-ზე
- +

28 აპრილი. 2016. 20:32


საქართველოს მთავრობის ინიციატივითა და მხარდაჭერით, 2016 წლის აპრილიდან პროექტი ‘'check in georgia'' დაიწყო.


„check in Georgia" კულტურული ღონისძიებების სერიას მოიცავს, რომელიც თბილისსა და ქვეყნის რეგიონებში გაიმართება. როგორც კულტურის სამინისტროში განმარტავენ, პროექტი ტრადიციულ ხასიათს მიიღებს და ყოველწლიურად უფრო მრავალფეროვანი გახდება.


პროექტის განხორციელების მიზანია წლის განმავლობაში ჩვენი ქვეყნის კულტურულ ცენტრად ქცევა და დიდი რაოდენობით ტურისტის მოზიდვა. შედეგად, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნა და როგორც თბლისში, ისე რეგიონებში ჩვენი მოსახლეობის შემოსავლების ზრდა.

 

პროექტი მოიცავს ქართველი და უცხოელი შემსრულებლების მონაწილეობით ქვეყნის 19 ქალაქში დაგეგმილ კონცერტს, 35 ფესტივალს",  - განუცხადეს რეპორტიორს" კულტურის სამინისტროში.


კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს პრესსამსახურის თანამშრომელი  ანუკი კანკია: ძალიან ბევრი ღონისძიებაა დაგეგმილი საქართველოს მასშტაბით, კონცერტები იქნება დამწყები  და პროფესიონალი მომღერლებისთვის. მათ უფასოდ ეძლევათ შანსი, გამოიყენონ მოწყობილი სცენა, განათებით და მუსიკალური ინსტრუმენტებით მთელი სეზონის მანძილზე.


რეპორტიორი" დაინტერესდა, რას ფიქრობენ კულტურის სფეროს წარმომადგენლები პროექტ „check in georgia"-ზე.


მსახიობი ია სუხიტაშვილი: სოციალურ ქსელში ხშირად ვხედავ ლეიკემიით დაავადებულთა და უსახლკარო ოჯახების სურათებს. როდესაც ძალიან უჭირს ქვეყანას, ბიუჯეტიდან არ უნდა გამოიყოს ამხელა თანხა. ძალიან კარგია ასეთი ფესტივალები, მაგრამ ვთვლი, რომ ჯერჯერობით ჩვენთვის ფუფუნებაა. 40%-ით რომ მაინც მოგვარდეს ასეთი გაჭირვებული ხალხის მდგომარეობა, კიდევ მისაღებია.


 დავით მაღრაძე:  კულტურის სამინისტრო არსებობს იმისთვის, რომ იზრუნოს კულტურაზე და არა იმიტომ, რომ გაერთოს მასობრივი მაყურებელი, შოუბიზნესი არის ბიზნესი და არა საბიუჯეტო პრიორიტეტი.


მომღერალი მარიამ ივარდავა: კულტურის სამინისტროს მიერ წამოწყებული პროექტი ‘'Check in Georgia'' არ არის ცუდი პროექტი, მაგრამ ჩემი აზრით, უკეთესი იქნებოდა, ქართული  შოუბიზნესის განვითარებისთვის გამოყოფილიყო იგივე თანხები, რაც ‘'Check in Georgia''-ზე გამოიყო. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner