logo_geo
eng_logo
ლაშა ტალახაძემ გამარჯვება საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს მიუძღვნა
- +

2 აპრილი. 2018. 12:48



ლაშა ტალახაძემ, ძიუდოისტ ვაჟა მარგველაშვილის მსგავსად, გამარჯვება საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავს მიუძღვნა. ძალოსანმა ბუქარესტში ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ აღნიშნა, რომ დადებითი ემოციების მიუხედავად, გული დასწყდა, რადგან ტრავმის გამო, ევროპის ჩემპიონატზე რეკორდის დამყარება ვერ შეძლო.


„რა თქმა უნდა, ემოცია მაინც დადებითია, ვინაიდან უკვე მესამედ მოვიპოვე ჩემპიონის ტიტული. თუმცა, გულის სიღრმეში მაინც გულდაწყვეტილი ვარ. რაც მინდოდა, ის ბოლომდე ვერ ვაჩვენე, რადგან ტრავმა მაქვს, მაგრამ ეს მალე გაივლის. სამომავლოდ, 2019 წელს ბათუმში ტარდება ევროპის ჩემპიონატი, რომელზეც უკვე შევეცდები, გამოვასწორო და უფრო მეტ შედეგს მივაღწიო. ასევე, მინდა, ჩემი გამარჯვება მივულოცო ჩემს გულშემატკივრებს, სრულიად საქართველოს და საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავს", - განაცხადა ლაშა ტალახაძემ.


30 მარტს გამარჯვება საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 100 წლის იუბილეს მიუძღვნა ძიუდოისტმა ვაჟა მარგველაშვილმაც, მან თბილისის ძიუდოს გრან-პრის ტურნირზე ფინალში ბრაზილიელ დანიელ კარგინის დამატებით დროში გაფრთხილებით მოუგო და ოქრო დაისაკუთრა. ქართველმა ძიუდოისტმა გამარჯვება საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 100 წლის იუბილეს მიუძღვნა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner