logo_geo
eng_logo
მსახიობ გიორგი გიორგანაშვილს ბრალი დაუმძიმდა
- +

2 აპრილი. 2018. 14:28



ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ მსახიობ გიორგი გიორგანაშვილს ახალი ბრალი წარუდგინეს.


„გიორგი გიორგანაშვილს ახალი ბრალი წაუყენეს, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა და საქართველოში შემოტანა ორგანიზებული ჯგუფის მიერ", - განუცხადა „ინტერპრესნიუსს" მსახიობის ადვოკატმა გიორგი მახარაძემ.


ადვოკატის ინფორმაციით, საქმის მასალები დაცვის მხარეს დღეს საღამოს გადაეცემა, შესაბამისად დეტალურად საუბარი ამის შემდეგ შეეძლება.


შსს-მ გასულ წელს თურქეთიდან რეანიმობილით უკანონოდ შემოტანილი დაახლოებით 900 აბი ნარკოტიკული საშუალების საქმის ორგანიზატორი დააკავა. საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, აღნიშნულ საქმეში გიორგი გიორგანაშვილი (ბახალა) ფიგურირებს. შსს-ს ინფორმაციით, ნარკოტიკული საშუალების შემოტანას ორგანიზებას შპს „კატასტროფის მედიცინის ცენტრის" ხელმძღვანელის შვილი ირაკლი ქორიძე უკეთებდა და ნარკოტიკული საშუალებების საზღვარზე გადმოტანისთვის რეანიმობილებს იყენებდა.


გიორგი გიორგანაშვილს სხვა საქმეზე 8 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. ის 23 იანვარს, სასამართლომ დიდი ოდენობით ნარკოტიკების მოხმარების მიზნით შეძენა-შენახვაში დამნაშავედ ცნო.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner