logo_geo
eng_logo
ქუჩის რეპორტაჟი: მე რომ პრეზიდენტი ვიყო...
- +

ავტორი ანა ფერაძე

28 აპრილი. 2016. 21:14

 

რას გააკეთებდნენ საქართველოს მოქალაქეები, საქართველოს „მთავარსარდლები"  რომ ყოფილიყვნენ? რას შეცვლიდნენ უკეთესობისკენ? ამის გარკვევას „რეპორტიორი" ქუჩის რეპორტაჟით შეეცადა...


ოთრ თავდიშვილი, მეცნიერი: ყველა ზოგადად ლაპარაკობს, ვერავინ ვერ ხვდება, რომ მთავარია პროდუქციის წარმოება დავიწყოთ, ფაბრიკა-ქარხნები ავაშენოთ.



ვალერ ტყეშელაშვილი, სტუდენტი: აზარტულ თამაშებს ავკრძალავდი.




ევგენი უშველიძე, აკადემიკოსი: ხალხზე ვიფიქრებდი და არა ჩემს ბედნიერებაზე. საქართველოს სამ წელიწადში ოაზისად ვაქცევ და იცხოვრონ გადასარევად. ხუთ წელიწადში ერთი კაცი არ დარჩება უმუშევარი.


 

ივეტა ხატელიშვილი, მუსიკოსი: რაც სხვამ გააკეთა, იმას გავაკეთებდი მეც, ალბათ.



ნაზი აფციაური, დიზაინერი: პრეზიდენტმა რა უნდა გააკეთოს, უფლებები არ მაქვსო იძახის.



გურანდა უნდილია, სტუდენტი: სწავლა უნდა იყოს ხარისხიანი, რაც, ჩემი აზრით, საქართველოში არ არის.




ალექსანდრე გოგნიაშვილი, მექანიკოსი: სამართლიანობას აღვადგენდი პირველ რიგში, სამუშაო ადგილებს შევქმნიდი, ქარხნებს, მინი ქარხნებს ავაშენებდი. სოფლის მეურნეობას ფეხზე დავაყენებდი. ამის შემდეგ, მიგრაცია აღარ იქნებოდა სოფლიდან ქალაქში.




ვლადიმერ დობორჯგინიძე, ისტორიკოსი: წესრიგს დავამყარებდი, ხალხს ქუჩაში აყაჩაღებენ, კლავენ ამას გავაკეთებდი პირველ რიგში.



ლუკა ელიაძე, კონსულტანტი: პენსიებს გავზრდიდი.




თამარ სირანაშვილი, ფარმაცევტი: უსაქმურად არ ვიჯდებოდი, მხოლოდ საკუთარი თავისთვის არ ვიქნებოდი.


 

 


ალექსანდრე შადაგიშვილი, პენსიონერი: უფასოდ სწავლის საშუალებას მივცემდი ყველას.




გია ჩაგელიშვილი, ეკონომისტი: ვეცდებოდი ამეღორძინებინა სოფლის მეურნეობა, წარმოება, ხელს შევუწყობდი მეწარმეებს, გავამარტივებდი საგადასახადო კოდექსს. გასაკეთებელი საქართველოში ძალიან ბევრია.




ინგა დემეტრაშვილი, ინჟინერი: ვიფიქრებდი ხალხისთვის და არა - ჩემთვის.





დიმიტრი ბეზარაშვილი, ექიმი: ვეცდებოდი, მეტად დამესაქმებინა ხალხი.


 

 


ლადო მაჭარაშვილი, სტუდენტი: პრეზიდენტს უფლებები აღარ აქვს და ვეცდებოდი, უფრო მეტად მეზრუნა ხალხზე.




რუსუდან ნაცვრიშვილი, მუსიკოსი: თაღლითებს დავიჭერდი. თაღლითები რომ მოშორდებიან საქართველოს, შემდეგ ყველაფერი დალაგდება ქვეყანაში.




ნელი კაციტაძე, პენსიონერი: ჩემს საყვარელ ხალხს შევუქმნიდი ცხოვრების საშუალებას, რომ მათხოვრებივით არ დავდიოდეთ.




ლევან ჯიშიაშვილი, სტუდენტი: მაინც არაფერი ეშველება საქართველოს. ორმოცდაათი საუკუნით უკან ვართ. ერთადერთი, ახალგაზრდებს მივცემდი პერსპექტივას, ხალხს დავასაქმებდი.



გელა ყიფიანი, პროფესორი: პრეზიდენტობა არ მსურს.






right_banner right_banner
არქივი
right_banner