logo_geo
eng_logo
ნათია მეზვრიშვილი: შესამოწმებლად გადაყვანილ ნარკომომხმარებელთა რიცხვი განახევრებულია
- +

2 აპრილი. 2018. 17:47




2017 წელს, 2016 წელთან შედარებით, შესამოწმებლად გადაყვანილ ნარკომომხმარებელთა რიცხვი განახევრებულია", - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი აცხადებს.

 

„მნიშვნელოვანია, ასევე, სახალხო დამცველის რეკომენდაციები ნარკოდანაშაულთან მიმართებით. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ შესამოწმებლად გადაყვანილ ნარკომომხმარებელთა რაოდენობასთან დაკავშირებით შეშფოთება საფუძველს მოკლებულია. მხოლოდ 2017 წელს, 2016 წელთან შედარებით, ეს ციფრი განახევრებულია და 2013 წელთან შედარებით, 5-ჯერ არის შემცირებული. შემოწმების მეთოდების დახვეწასა და ზოგადად ნარკოპოლიტიკის ცვლილებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მუშაობა უწყებათაშორისი საბჭოს ფორმატში. გადაიხედება დოზები, შემცირდება სასჯელები", - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner