logo_geo
eng_logo
პროკურატურამ არასრულწლოვანთან გარყვნილი ქმედების ფაქტზე 65 წლის მწვრთნელს ბრალდება წარუდგინა
- +

2 აპრილი. 2018. 19:05



საქართველოს პროკურატურამ არასრულწლოვანთან გარყვნილი ქმედების ფაქტზე 65 წლის ა.ვ.-ს წარუდგინა ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის პირველი ნაწილით. გამოძიებით დადგინდა, რომ  2018 წლის 23 მარტს, ფეხბურთელთა გუნდის მწვრთნელმა - მასწავლებელმა, 65 წლის ა.ვ.-მ არასრულწლოვან მოსწავლე გოგონასთან გარყვნილი ქმედება ჩაიდინა.

 

„სამართალდამცველებმა ა.ვ. 2018 წლის 31 მარტს ქ. სენაკში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძალადობის გარეშე სრულწლოვანის მიერ გარყვნილი ქმედება, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით 16 წლის ასაკს მიუღწეველთან) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურამ უკვე მიმართა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს ა.ვ.-სთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით.

 

დაზარალებულთან მუშაობს ფსიქოლოგი, მისი მხარდაჭერის მიზნით საქმეში ჩართულია მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი. დაზარალებულის კანონიერი წარმომადგენელი ესწრება საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებს", - ნათქვამია მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner