logo_geo
eng_logo
მალხაზ თოფურია: ჩემო მთის არწივო, ჩემო ნუგზარიკო!
- +

2 აპრილი. 2018. 23:14


 

ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლების ვეტერანი, შავნაბადას ბატალიონის პირველი ასეულის ყოფილი მეთაური მალხაზ თოფურია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ბზობაზე გახლდით, ერთ პატარა ლამაზ ეკლესიაში. ცოტა დამაგვიანდა, წირვა დაწყებული გახლდათ. მოკრძალებით შევედი, უკანა რიგში მომიწია დგომა. რაღაცნაირად გულზე მომეშვა ყველანაირი დარდი და წუხილი, გუნდიც საამოდ გალობდა. ეკლესიის გარეთ დამრჩა ყველანაირი ბოღმა და სიბრაზე. რაღაც მომენტში შავებში ჩაცმულმა სათნო ქალბატონმა სანთელი მომაწოდა, არ ვიცი, რატომ მე და სხვას არა, ალბათ ძალიან შემეტყო სულიერი გარდაქმნა დადებითისკენ. მდაბლად თავი დავუკარი ქალბატონს და ანთება გადავწყვიტე. კანდელებამდე რომ მივსულიყავი, ბევრი ადამიანი უნდა შემეწუხებინა, ჩემს წინ მდგომ ბრგე მამაკაცს ეჭირა სანთელი - ძმაო (ეკლესიურად და არა ძველბიჭურად), მომაკიდებინეთ. მოტრიალდა "ძმა" და გაშეშდა, გაშეშდა მისი სანთლის ალიც, გავშეშდი მეც, თავისით აალდა ჩემი სანთელი... ისევ დაისადგურა ჩემში მრისხანებამ! (მასში არ ვიცი, რამ დაისადგურა) უცებ მამაოს გალობა შემომესმა, გიყვარდეს მტერი შენი... და რაღაცნაირმა სითბომ დაისადგურა კვლავინდებურად გულში, ავად აალებული ჩემი სანთელი კვლავ ლამაზად აციმციმდა, მისი გაშეშებული სანთელიც გამოცოცხლდა. ჩემო მთის არწივო! მივიკარი გულთან, ჩემო კოლხეთის მშვენებავ! მომეკრა ისაც გულაჩუყებული, ჩემო ნუგზარიკო, აღმომხდა და ცრემლი წამსკდა, ჩემო მალხაზ, ქვითინებდა ისაც...

 

პ.ს. ეკლესიიდან გამოსვლა, მაინც სხვადასხვა კარიდან ვამჯობინეთ, ღმერთმა იცის, გარეთ დაბუდებული ეშმაკი რა ჭკუაზე დამაყენებდა", - წერს თოფურია. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner