საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ოთარ ჩრდილელი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ამდენმა ტყლარწვამ, ცხვირში დუდღუნმა, სიტყვების გაწელვამ, ბოლო ხმოვნის ჭიასავით დაგრძელებამ - აშკარად იმოქმედა ქართულ სიმღერაზე...
ზოგი ნიჭიერია, მაგრამ აცდენილია სწორ ქართულს, რაც წლების მანძილზე თავისას აკეთებს და ანგრევს მომღერლის პერსპექტივას დასაწყისშივე..
P.S. თვითონ პროექტი ,,რუსთავი 2"-ზე მშვენიერია: ქართული ხალხური თუ საესტრადო სიმღერის პოპულარიზაციისათვის.
Acappella თავისთავად ურთულესია, მითუმეტეს არც აკუსტიკაა და არც შესაბამისი გარემო, თუმცა ზოგი კონკურსანტის გასაგონად, ვიტყვი-რუსულად უფრო ჟღერს: Стыд она уже преодолела, осталось научиться петь" - წერს ჩრდილელი.