რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი 3-4 აპრილს ანკარას ეწვევა. ინფორმაციას კრემლის პრესსამსახური ავრცელებს. ვიტიზის ფარგლებში რუსეთის პირველი პირი თურქეთისა და ირანის პრეზიდენტებს შეხვდება.
ორ დღიანი ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია რუსულ-თურქული თანამშრომლობის საბჭოს შეხვედრა. ეს აუდიენცია ვიდეოკონფერენციის ფარგელში გაიმართება. როგორც კრემლის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, ფორმატის ფარგლებში დაგეგმილია „აკუიუს" ელექტროსადგურის პირველი სიმძლავრის ერთეულის მშენებლობის დაწყება. პროექტის სავარაუდო ღირებულება 20 მილიარდი დოლარია.
რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტებს შორის ბოლო შეხვედრა 11 დეკემბერს ანკარაში შედგა. ორი ქვეყნის პრეზიდენტი მანამდე,13 ნოემბერს სოჭში შეხვდა.