logo_geo
eng_logo
გურამ შეროზია: რამდენიმე მიზეზი, რატომ უნდა გიყვარდეთ თელავი...
- +

3 აპრილი. 2018. 00:24



ბლოგერი გურამ შეროზია სოციალურ ქსელში წერს:

 

„რამდენიმე მიზეზი, რატომ უნდა გიყვარდეთ თელავი:

 

1. აქ აბსოლუტურად ყველა გიჩერებს ზებრაზე, ლამის 30-ჯერ მომიწია გადასვლა ამ ორ დღეში, ერთხელაც არ „დავუკიდებივართ".

 

2. აქ ღვინის სამშობლოა, გემრიელი და ჯანსაღი თრობა კიდევ - ნეტარებაა!

 

3. აქ ყველაფერი ძალიან ფერადი და ლამაზია, ისტორიულიც, თანამედროვეც...

 

4. აქ თავს ისე გრძნობ, როგორც სახლში, ორ დღეში იგივე სახეები რამდენჯერმე გხვდებიან, იგივე ძაღლებიც კი...

 

5. აქ თავისუფლებაა, არც ქალებს აბულინგებენ საჭესთან, ქუჩაში ბევრი საყურიანი, წარბებ ამოქნილი, თმაშეღებილი ბიჭი მოძრაობს, რაც არავის უკვირს.

 

6. აქ ბევრი კარგი სასტუმროა, კარგ ფასებში, მაგ: Sweet home - ჩემი სახლი თელავში.

 

7. აქ ხედებიც არის, არქიტექტურაც, კარგი საკვებიც და მეგობრული ხალხიც.

 

8. თბილისიდან საათზე ოდნავ მეტ დროში უკვე აქ ხარ, ყველა შაბათ-კვირას შეიძლება შემორბენა.

 

9. ყველაზე მაგარი დასასვენებელი ადგილებიც აქვეა, ორ ნაბიჯში, ერთ-ერთი მათგანი ფოტოებზეც არის, სახელებს ვერ დავასახელებ, უფასო რეკლამა რომ არ გამომივიდეს...

 

მოკლედ, ჩვენ გვიყვარს კახეთი და ხშირად ვესტუმრებით ხოლმე!" - წერს შეროზია. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner