logo_geo
eng_logo
გია გაბრიჭიძე: დღეს საქართველოში... ბოკერია პარლამენტარია... კეზერაშვილი გამართლებულია...
- +

3 აპრილი. 2018. 12:41


ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„დღეს საქართველოში:

- წამების შედეგად დაზიანებული ჯანმრთელობის გამო გარდაცვლილი სულხან მოლაშვილის მიერ, მის წამებაში დასახელებული გიგა ბოკერია პარლამენტის წევრია.

 

- კეზერაშვილი გამართლებულია.

 

- 48 მილიონის გაფლანგვაში ბრალდებული გიგი უგულავა, ხონისა და ვანის რაიონებიდან, საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატია.

 

- სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2"-დან სხვადასხვა გადაცემების საშუალებით მიმდინარეობს ანტისახელმწიფოებრივი მოწოდებების და პროვოკაციების ტირაჟირება.

 

- სხვადასხვა მედიასაშუალებები ახდენენ ინციდენტის დამახინჯებულ წარმოჩენას - „გინება და ცემა ქრისტეს სახელით" და ამით ცდილობენ სკანდალური ფონის შექმნას.

 

- ქალთა მიმართ ძალადობაში დაადანაშაულეს ქალთა უფლებების დამცველი, ერთ-ერთი გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი.

 

- „დღეიდან მე შიმშილობას ვიწყებ. უკრაინული ხელისუფლება რუსულ ხელისუფლებაზე არანაკლებ დანაშაულებრივია. მე გავივლი ამ გზას ისე, როგორც ის რუსეთში გავიარე. მართალ ადამიანს ვერ შეაშინებ", - სასამართლო სხდომაზე განაცხადა ნადეჟდა სავჩენკომ (ეს ისე, რატომღაც გამახსენდა).

 

და კიდევ მრავალი ფაქტი, რომელთა ჩამოთვლა ძალიან შორს წაგვიყვანს", - წერს გია გაბრიჭიძე.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner