logo_geo
eng_logo
ესტონეთმა რუსეთის 49 მოქალაქეს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა
- +

3 აპრილი. 2018. 15:03



ესტონეთში კანონი ამოქმედდა, რომელიც რუსეთის 49 მოქალაქეს ე.წ. მაგნიტსკის სიაში შეყვანილ პირებს ქვეყანაში შესვლას უკრძალავს. შესაბამისი გადაწყვეტილება ესტონეთის მთავრობამ 29 მარტს მიიღო, დადგენილება ძალაში კი დღეს შევიდა.


აკრძალვა ძალაში 2023 წლის 1 აპრილამდე იქნება.


გადაწყვეტილების გამოცხადების დროს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სვენ მიკსერმა განაცხადა, რომ აკრძალვა სერგეი სკრიპალის მოწამვლის საქმეს უკავშირდება.

 

„მთავრობის ერთიანობა და გაბედულობა მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ გვსურს გავამახვილოთ ყურადღება რუსეთის მხრიდან საერთაშორისო კანონის დარღვევების გახშირებულ ფაქტებზე. არ შეგვიძლია, რეაგირების გარეშე დავტოვოთ ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის ფაქტები", - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.


ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში რუსეთის დაზვერვის ყოფილი პოლკოვნიკი სერგეი სკრიპალი და მისი შვილი იულია 4 მარტს ნერვულ-პალატიკური ნივთიერებით მოწამლეს.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner