„ქართული მარშის" ერთ-ერთი დამფუძნებელი სანდრო ბრეგაძე შემდეგი სახის განცხადებას ავრცელებს:
„მოგმართავთ „ქართული მარშის" ერთ-ერთი დამფუძნებელი. მაშინ, როდესაც მოძრაობის 8 წევრი სრულიად უსამართლოდ არის დაპატიმრებული, გთავაზობთ, რომ დამაპატიმროთ მეც იმავე (გამოგონილი) ბრალდებით. პირობას გაძლევთ, რომ არ მოვითხოვ გირაოს ან სხვა ალტერნატიულ სასჯელს. იმედია, ეს დააკმაყოფილებს თქვენს წყურვილს და ბოლომდე ასიამოვნებთ „ნაცმოძრაობას", მამათმავლებს, ეკლესიის მტრებს და „რუსთავი 2"-ს. მხოლოდ ერთი თხოვნა მაქვს - არაა საჭირო 37 წლის მსგავსად, ღამე სახლში მოვარდნა (80 წლის მშობლები მყავს და ამიტომ), მე თავად მოვალ იქ ,სადაც საჭიროა და თავად დავიდებ ხელბორკილებს!" - წერს სანდრო ბრეგაძე.