ჟურნალისტი ნინო მიქიაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
„ვინც საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულებისთვის ლოცულობთ, ეგებ მოიხსენიოთ სვიმონ საგინაშვილი, 1877-1878 წელს ოსმალეთთან ომში დაღუპული და თეთრიწყაროს რაიონის სოფელ მაწევანში დაკრძალული ქართველი მეომარი. ნახეთ, რა აწერია მის საფლავს (ეს ეპიტაფია ალბათ, მეომრის მამის კარნახით დაიწერა, მას შემდეგ, რაც ოსმალეთთან წარმოებულ ომში შვილი დაკარგა. ამ ომის შემდეგ ჩვენმა ქვეყანამ დაიბრუნა ბათუმი და მთლიანად სამხრეთ საქართველო).
„1877-ს ცამეტს ივნისს. ბრძოლის ველზედ 8 ივნისსა, ოცდაცხრა წლისა ჭაბუკსა სამი ტყვია მოხვდა, ბედკრულსა იქავე აღსრულებულსა. არ ვჩივი ბედსა, მამა-პაპადან მამაცი თავგანწირული ვაჟკაცი, მე სვიმონ საგინაშვილი, რადგან ვპოვეთ დაკარგული, ოსმალთაგან შეპყრობილი საქართველოს ძმა მამული".