logo_geo
eng_logo
ჯაბა ხუბუამ ავთანდილ კემულარიას წინააღმდეგ პროკურატურაში საჩივარი შეიტანა
- +

3 აპრილი. 2018. 17:08


„ასავალ-დასავალის" ჟურნალისტმა ჯაბა ხუბუამ „ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტის ავთანდილ კემლუარიას წინააღმდეგ პროკურატურაში საჩივარი შეიტანა.


ხუბუა კემულარიას მუქარაში სდებს ბრალს. ამის შესახებ ჯაბა ხუბუამ დღეს „პრაიმტაიმის" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.


ხუბუას თქმით, კემულარია მას სოციალურ ქსელში მუქარის შემცველ შეტყობინებებს უგზავნის.


„სხვა გზა აღარ მრჩება, რომ მოვიდე და გაგლახო. სანამ ჩემით არ გაგლახავ, არ მოისვენებ. ჩემზე წერას გაილახები" - ეს არის პირდაპირ ძალადობის მუქარა, რასთან დაკავშირებითაც, ვაპირებ, მივმართო სამართალდამცავ ორგანოებს და შევიტანო საჩივარი პროკურატურაში მის წინააღმდეგ", - განაცხადა ხუბუამ.



 

 

 

 

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner