„ნაციონალური მოძრაობა" ისეთ კამპანიას აწარმოებს, თითქოს, თავიანთ შეცდომებზე ისწავლეს და ხელახლა არჩევის შემთხვევაში, უფრო კარგი მმართველები იქნებიან."- განაცხადა უმრავლესობის ლიდერის მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ გადაცემაში 2030.
„ეს უზნეობასთან დაკავშირებული პოლიტიკური ფანდია. არჩევნებში "ქართული ოცნების" მთავარი მოწინააღმდეგე კვლავ "ქართული ოცნება" იქნება, თუ დარჩენილ დროში გეგმების რეალიზაციას ვერ მოახდენს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ასეთ ურთულეს ვითარებაშიც კი, რომელშიც პრობლემებისთვის თავის გართმევა ნებისმიერ მთავრობას გაუჭირდებოდა, შედეგები მიღწეული იქნება." - აღნიშნავს ვოლსკი.