logo_geo
eng_logo
ირაკლი გოგავა: TAV-თან ხელშეკრულება გასაუქმებელია!
- +

3 აპრილი. 2018. 20:34


 

„TAV-თან ხელშეკრულება გასაუქმებელია! თბილისის, ბათუმის და ქუთაისის აეროპორტები თავად უნდა გახდნენ საკვანძო აეროპორტები და არა სტამბოლის აეროპორტის დანამატი, როგორც ახლაა", - ამის შესახებ „საქართველოს განვითარების ლაბორატორიის" ხელმძღვანელი ირაკლი გოგავა სოციალურ ქსელში წერს. როგორც გოგავა წერს აღნიშნული ხელშეკრულების გაუქმება ბევრ სარგებელს მოუტანს ქვეყანას.

 

„საჭიროა ქართული ავიაციის მხარდაჭერა და ვაზიანის აეროდრომის მოდერნიზება დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიებისთვის, რაც TAV-თან ხელშეკრულებით აკრძალული გვაქვს. საჰაერო ტვირთბრუნვის ცენტრიც უნდა გაკეთდეს და შევთავაზოთ განთავსება ისეთ კომპანიებს, როგორიცაა amazon, DHL, Ali Express... ჭკვიანურად დაგეგმილი სახელმწიფო პროგრამის შედეგად, საავაციო სფეროში წელიწადში მრავალ მილიარდიანი ბრუნვა და 10-12 ათასი დასაქმებული შეიძლება მივიღოთ.

 

ს ა რ გ ე ბ ე ლ ი:

 

1. ჯანსაღი კონკურენციის შედეგად ხალხი ნაკლებს გადაიხდის ბილეთში.

 

2. მეტი ტურისტი ჩამოვა, ერთ ტურისტი $700-ს ხარჯავს ქვეყანაში.

 

3. თავისუფალი კონკურენცია უფრო მეტ და უკეთეს წინადადებებს სთავაზობს მომხმარებელს.

 

4. იაფი და მრავალი მიმართულება ზრდის ტრანზიტის პოტენციალს და შესაბამისად მგზავრთა ბრუნვას, რაც ნიშნავს მეტ შემოსავალს და მეტ დასაქმებულ ადამიანს.

 

5. საავაიაციო წესების თანახმად, თითოეულ მიმართულებაზე გვაქვს უფლება მოვითხოვოთ პარიტეტი ანუ განვითარდება ქართული ავიაცია - მეტი ხომალდი, მეტი პილოტი, მეტი დასაქმებული.

 

6. ტრანზიტულ კვანძად თბილსის აეროპორტის გადაქცევას მოყვება ტვირთბრუნვის ზრდა, რაც იძლევა იმის შანსს, რომ გაკეთდეს საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ლოგისტიკური ცენტრი თბილისში, მათ შორის, საფოსტო გადაზიდვების და პოტენციურად ამაზონის ლოგისტიკური ცენტრიც კი. ეს ნიშნავს მეტ დასაქმებულს, მეტ გადასახადებს ბიუჯეტში.

 

 7. ქართული ავიაციის ზრდა გამოიწვევს ავტომატურად საავიაციო სასწავლებლის განვითარებას, რაც ნიშნავს მეტ პედაგოგს, მეტ დასაქმებულს.

 

8. ტრანზიტულ კვანძად გადაქცევამ შესაძლოა მოიტანოს სერვის ცენტრების შექმნა თბილისში „ბოინგის", „აირბასის", „ემბრაერის" და სხვა კომპანიების მიერ, ესეც ნიშნავს მეტ დასაქმებულს, მეტ გადასახადებს. დარწმუნებული ვარ ამ სფეროს სპეციალისტები კიდევ ათას სიკეთეს ჩამოთვლიან, მაგრამ მხოლოდ ამ ჩამონათვალით 1 მილიარდ დოლარზე ავა შემოსავალი, რაც ქვეყნის დღევანდელი მშპ-ს დაახლოებით 7%-ია და ათასობით ადამიანი დასაქმდება პირდაპირ და მომიჯნავე სფეროებში", - წერს გოგავა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner