logo_geo
eng_logo
ევროპაში დაგეგმილი ფრენების უმეტესობა შესაძლოა, გადაიდოს!
- +

3 აპრილი. 2018. 20:30



ევროპაში დაგეგმილი ფრენების უმეტესობა შესაძლოა, გადაიდოს. ამის შესახებ ინფორმაციას ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი ორგანიზაცია ავრცელებს.


როგორც სპეციალისტები აცხადებენ, რეისების გადადების მიზეზი ავიატრანსპორტის მაკონტროლებელი სისტემის დაზიანება გახდა.


ორგანიზაციის წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ მგზავრებს საფრთხე არ ემუქრებათ, თუმცა სისტემაში არსებული ხარვეზის აღმოფხვრას რამდენიმე საათი დასჭირდება.


ამის გამო, შესაძლოა, ფრენების ნაწილი დაგვიანებით შესრულდეს.


ჯერ-ჯერობით უცნობია, შეფერხდება თუ არა ფრენები საქართველოდანაც.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner