logo_geo
eng_logo
ლიტვამ საქართველოში მზის ენერგიის პოპულარიზაციისთვის პანელები დაამონტაჟა
- +

3 აპრილი. 2018. 22:06



ლიტვის გარემოს დაცვის სამინისტროს კლიმატის ცვლილების სპეციალურ პროგრამის ფარგლებში, კომპანია Saulės grąža-მ საქართველოში რამდენიმე ადგილას მზის ენერგიის გენერირების პანელები დაამონტაჟა. პროექტის მიზანია საქართველოში მზის ენერგიის პოპულარიზება ლიტვის გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარებით.


როგორც ლიტვის მზის ენერგეტიკული კომპანიიდან გვაცნობეს, საუკეთესო გამოცდილების გაზიარების მიზნით, შეირჩა საზოგადოებისთვის აუცილებელი შენობები: 2 სკოლა, 2 მერია, საბავშვო ბაღი და საავადმყოფო. პროექტის ფარგლებში ასევე დამონტაჟდება ენერგოწარმოების მონიტორინგის სისტემა ტექნიკის ეფექტურობის შესაფასებლად.

 

„საქართველოში შეიქმნა და განვითარდა განახლებადი ენერგიის წყაროების საკანონმდებლო ბაზა, მაგრამ მზის ენერგიის სექტორი დღემდე არ არსებობს გამოცდილების, კომპეტენციისა და ინიციატივების ნაკლებობის გამო. საჯარო შენობებზე მზის ენერგიის გენერირების პანელების დამონტაჟების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიების შესახებ ცნობიერების, ინტერესისა და ნდობის ამაღლებას სხვადასხვა საზოგადოებრივ ჯგუფებში," - განაცხადა Saulės grąža-ს დორექტორმა, ტომას სიმანაუსკასმა.


მისი კომპანიის განცხადებით, პროექტის სრული ღირებულება თითქმის 300 000 ევროს შეადგენს: „დაფინანსების წყაროს ნახევარზე მეტს წარმოადგენს ლიტვის გარემოს დაცვის სამინისტროს კლიმატის ცვლილების სპეციალური პროგრამა და იქონიებს დადებით შედეგს განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენების მხრივ."


Saulės grąža-ის განცხადებით, ისინი დაეხმარებიან საქართველოს, აქტიურად განახორციელოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები სათბური გაზების ემისიის შემცირების კუთხით და გაზარდოს ენერგიის წარმოების მოცულობა განახლებადი წყაროებიდან.


ლიტვის მზის ენეგეტიკულ კომპანიაში ვარაუდობენ, რომ პროექტის ფარგლებში უკვე დამონტაჟებული მზის პანელების მიერ გენერირებადი ენერგია 131 კვტ-ს მიაღწევს და სათბური გაზების ემისია წელიწადში დაახლოებით 10 ტონით შემცირდება.





 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner