logo_geo
eng_logo
გოგა ხაინდრავა: კაცს, რომელსაც არც ადრე ჰქონდა გონება, ახლა ეტყობა მთლად დაეკარგა!
- +

28 აპრილი. 2016. 23:13


„ეს არის „ნაციონალური მოძრაობის" სიზმრები. მაიდანს აწყობს ხალხი, რამდენიც არ უნდა ირბინოს „ნაციონალურმა მოძრაობამ" ის ხალხი, ვინც მისი ფასი იცის და საქართველოს მოსახლოების უმრავლესობამ ძალიან კარაგდ იცის ნაციონალების ფასი, მათ არ აჰყვება."- ამის შესახენ კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ გადაცემა „2030"-ში, მიხეილ სააკაშვილის განცხადების შეფასებისას განაცხადა.


ხაინდრავამ აღნიშნა, რომ სააკაშვილის განცხადებები საქართველოში მეორე „მაიდნის" მოწყობისა და დაბრუნების შესახებ, გონებადაკარგული კაცის განცხადებებს გავს. 


„ეს არის მცდელობა, რომელიც ორ რამეზე არის დაფუძნებული- პოლიტიკური გვამის რეანიმაციის, იმიტომ, რომ სააკაშვილი პოლიტიკური გვამია და მეორე- ეს არის კერძო, მერკანტილური ინტერესი ქართული პრესის.

ქართული პრესა, იმიტომ რომ სხვა უნარი არ გააჩნიათ, ყველანაირად ცდილობს სკანდალის ამოტივტივებას. სხვანაირად ვერანარად ვერ გაიგებ რას ნიშნავდა გუშინ ყველა ეთერში ნაჩვენები აქცია მერიასთან, სადაც არავინ არ აჩვენა, რომ იქ იყო 30 კაცი.

 

რატომღაც ქართული მედიის წესია, რომ მაინც და მაინც შოკში უნდა ამყოფონ მაყურებელი. რომ თითქოს მაიდანის მოწყობა უნდათ, ვითომ რაღაცა ხდება. რისი მაიდანის მომწყობია „ნაციონალური მოძრაობა?"

 

კაცს, რომელსაც არც ადრე ჰქონდა გონება, ახლა ეტყობა მთლად დაეკარგა, იმიტომ, რომ გვარდიის შემოყვანას მოუწოდებს ოდესაში. მან მოუწოდა პოროშენკოს, რომ ოდესაში გვარდია შეიყვანოს.

ის სიგიჟე, რასაც სააკაშვილი უკრაინაში ქადაგებს, ჩვენ გავლილი გვაქვს."- განაცხადა ხაინდრავამ.  


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner