კალიფორნიაში Youtube-ის სათაო ოფისთან სროლის ხმა ისმოდა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მედიასაშუალების ცნობით, ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების მანქანები და პოლიცია.
სამართალდამცველები მოქალაქეებს მოუწოდებენ, მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილებას მოერიდონ.
თანამშრომელთა ნაწილი ამბობს, რომ შემთხვევის ადგილზე შეიარაღებული პირი შენიშნა, თუმცა ეს ცნობები დადასტურებული არ არის.