logo_geo
eng_logo
გოგა ხაინდრავა: სააკაშვილი საქართველოში ცხვირს ვერასოდეს შემოჰყოფს!
- +

28 აპრილი. 2016. 23:14


„ჩვენ ვხედავთ, ქვეყნის გარეთ მყოფი, მათ შორის, ჩრდილოეთში, დასავლეთში და აღმოსავლეთში არსებული პოლიტიკური ძალების მხარდაჭერით, პოლიტიკური გვამის რეანიმაცია მიმდინარეობს. ამას ხელს უწყობს ქართული მედიასაშუალებებიც, რომლებიც ხალხის დაძაბვას ცდილობენ", - განაცხადა კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ გადაცემა 2030-ში სტუმრობისას.


მისი თქმით, მაიდანმა უკრაინა დაანგრია და თუ ვინმე ფიქრობს, რომ საქართველოში ნაციონალების გარდა არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამ ქვეყნის დანგრევაზე ოცნებობენ, ძალიან დიდ შეცდომაშია შეყვანილი. ის აბსოლუტური სიგიჟე, რასაც სააკაშვილი უკრაინაში ქადაგებს, ჩვენ უკვე გავლილი გვაქვს.


„სააკაშვილი რომელი ოლქის გუბერნატორიც არის, იქ ვერ აკეთებს ვერაფერს. აქ იყო, სრული ძალაუფლება ჰქონდა და რითაც დაამთავრა და ქართველმა ხალხმა როგორც გააპანღურა, ყველამ ვნახეთ. სააკაშვილი საქართველოში ცხვირს არასოდეს შემოჰყოფს. რისი ჩამომსვლელი და გადამტრიალებელია?! ამ ფარჩაკებმა რა მაიდანი უნდა მოაწყონ?!" - განაცხადა გოგა ხაინდრავამ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner