„რომ ამბობენ, მიშა მაგარი იყოო, რა მაგარი იყო? - არ იყო რა მაგარი", - ამის შესახებ დავით აქუბარდიამ საკუთარ გადაცემაში განაცხადა. აქუბარდიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს საქართველოში ცხოვრების დონე არ გაუმჯობესებულა.
„რომ ამბობენ მაგის დროს ცხოვრების დონე გაუმჯობესდაო, არ გაუმჯობესებულა, რამდენი იყო საშუალო ხელფასი მისი ხელისუფლებაში ყოფნის დროს? მე ეკონომიკური კუთხიდან ვუყურებ ამას და ეკონომიკა გადატანილი იყო ჩრდილოვანში და ძირითადად უცხოური დახმარებები ხდებოდა ფინანსების შემოდინება" - განაცხადა აქუბარდიამ.