logo_geo
eng_logo
YouTube-ის ოფისზე თავდასხმაში ბრალდებულმა თავი მოიკლა - სროლის შედეგად ოთხი ადამიანია დაჭრილი!
- +

4 აპრილი. 2018. 02:37

 

YouTube-ის სათავო ოფისში სროლის შედეგად, ბოლო ინფორმაციით, ოთხი ადამიანია დაჭრილი, თავდასხმაში ბრალდებული კი მოკლულია.

 

პოლიციის განცხადებით, ქალი, რომელიც სან-ბრუნოში, youtube-ს სათავო ოფისში შეიჭრა, საკუთარი თავისთვის მიყენებული ჭრილობებით გარდაიცვალა.

 

CNN სამართალდამცავებზე დაყრდნობით წერს, რომ სავარაუდო თავდამსხმელი დაჭრილებიდან ერთ-ერთს იცნობდა.

 

შენობაში სროლის შესახებ, თავდაპირველად youtube-ს თანამშრომლებმა twitter-ზე დაწერეს. პოლიციამ ადგილზე მისვლის შემდეგ, ცეცხლი გახსნა და იყო ორმხრივი სროლა. შენობა ამ დროისთვის სრულად ევაკუირებულია.

 

სროლას twitter-ზე გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი:

 

„თეთრი სახლი თანაგრძნობას უცხადებს ყველას, ვინც ინციდენტს შეესწრო. მადლობა ჩვენს სამართალდამცავებს და მათ, ვინც ადგილზე პირველები მივიდნენ".

 

Youtube-ის სათავო ოფისი სან-ფრანცისკოდან 16 კილომეტრითაა დაშორებული. კომპანიას რამდენიმე ასული თანამშრომელი ჰყავს, ასე რომ, დაუდგენელია, მათგან რამდენი მუშაობს სათავო ოფისში.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner