YouTube-ის სათავო ოფისში სროლის შედეგად, ბოლო ინფორმაციით, ოთხი ადამიანია დაჭრილი, თავდასხმაში ბრალდებული კი მოკლულია.
პოლიციის განცხადებით, ქალი, რომელიც სან-ბრუნოში, youtube-ს სათავო ოფისში შეიჭრა, საკუთარი თავისთვის მიყენებული ჭრილობებით გარდაიცვალა.
CNN სამართალდამცავებზე დაყრდნობით წერს, რომ სავარაუდო თავდამსხმელი დაჭრილებიდან ერთ-ერთს იცნობდა.
შენობაში სროლის შესახებ, თავდაპირველად youtube-ს თანამშრომლებმა twitter-ზე დაწერეს. პოლიციამ ადგილზე მისვლის შემდეგ, ცეცხლი გახსნა და იყო ორმხრივი სროლა. შენობა ამ დროისთვის სრულად ევაკუირებულია.
სროლას twitter-ზე გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი:
„თეთრი სახლი თანაგრძნობას უცხადებს ყველას, ვინც ინციდენტს შეესწრო. მადლობა ჩვენს სამართალდამცავებს და მათ, ვინც ადგილზე პირველები მივიდნენ".
Youtube-ის სათავო ოფისი სან-ფრანცისკოდან 16 კილომეტრითაა დაშორებული. კომპანიას რამდენიმე ასული თანამშრომელი ჰყავს, ასე რომ, დაუდგენელია, მათგან რამდენი მუშაობს სათავო ოფისში.