logo_geo
eng_logo
რატომ დააკავეს ირაკლი ქორიძე ახლა?
- +

4 აპრილი. 2018. 02:52

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, დავით ლაცაბიძე აცხადებს, რომ თურქეთიდან რეანომობილით 900 აბი ნარკოტიკის შემოტანის ორგანიზების ბრალდებით დაკავებული ირაკლი ქორიძის დასაკავებლად გამოძიებას დრო და მტკიცებულებები დასჭირდა. ამის შესახებ ლაცაბიძემ „რეაქციაში“ ისაუბრა.

 

„იმ ცალკეული მტკიცებულებების შეკრებას, მოძიებას, რომელსაც ჩვენ ვადებთ კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეს, სჭირდებოდა დრო. შესაბამისად, ამ დროის განმავლობაში, ჯაბა ხულორდავას დაკავებიდან დღემდე, არ შეწყვეტილა გამოძიება. ეტაპობრივად ხდებოდა მტკიცებულებების შეკრება. დღეის მდგოამრეობით, როდესაც მივიჩნიეთ, რომ არსებობს სახეზე საკმარისი მტკიცებულებები, რომ მიგვემართა სასამართლოსთვის, და დაგვესაბუთებინა აუცილებლობა ირაკლი ქორიძის დაკავებისა, ჩვენ ეს გავაკეთეთ", - განაცხადა დავით ლაცაბიძემ.

 

მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის („ბახალას“) საქმესთან დაკავშირებით, ნარკოდანაშაულის ბრალდებით ირაკლი ქორიძე 30 მარტს დააკავეს.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner