„2016 წელს ვინ გაიმარჯვებს არჩევნებში, ეს სააკაშვილის გადასაწყვეტი კი არ არის, არამედ ქართველი ხალხის."- განაცხადა მხატვარმა ნიკუშა შენგელაიამ გადაცემაში 2030.
შენგელაიას თქმით, „ნაციონალური მოძრაობა" ერთ წრეზე ბრუნავს, რაც მათთვის არცთუ მომგებიანია.
„ერთი კარგი გამოთქმაა ქართულად- რადგან შენ იტყვიო! ეს ჩვენ გავიარეთ. ერთი და იგივე წრეზე ბრუნავენ და რაღაცას ეპოტინებიან. რაც მეტს გამოვა სააკაშვილი იქიდან, მით უკეთესი სხვა პოლიტიკური პარტიისთვის.
რა თქმა უნდა ამდენ ადამიანს 4 წელიწადში ვერავინ ვერ გამოუსწორებდა პირად ცხოვრებას. მაგრამ ეს ხომ არ არის იმის საბაბი, რომ ადამიანებს ამნეზია დაემართოთ? მე ის 10%-იც მიკვირს."- განაცხადა შენგელაიამ.