logo_geo
eng_logo
სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის აღების ფაქტზე სამტრედიის მერის მოადგილე დააკავა
- +

4 აპრილი. 2018. 10:26

 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ირაკლი ს. დააკავეს.

 

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა კერძო მეწარმეს, სამტრედიის მუნიციპალიტეტის კუთვნილი 50 000 კვადრატული მეტრი 2 მიწის ნაკვეთის იჯარით, აუქციონის გარეშე, პირდაპირი წესით გადაცემის სანაცვლოდ ქრთამის სახით მოსთხოვა 20 000 ლარის გადახდა.

 

2018 წლის 3 აპრილს  ირაკლი ს-მ  ზემოხსენებულ მეწარმეს გამოართვა ქრთამის სახით მოთხოვნილი 20 000 ლარი, რის შემდეგაც იგი  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ბრალდებულის სახით დააკავეს.

 

გამოძიება დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს(საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ პუნქტით),რაც  სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11  წლამდე ვადით.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner