მოსკოვში, „კურსკის“ რკინიგზის სადგურის შენობაში სამართალდამცველები იმყოფებიან. გავრცელებული ინფორმაციით, მიზეზი ანონიმური ზარია. ამ ეტაპზე სადგურიდან მგზავრებისა და პერსონალის ევაკუაცია მიმდინარეობს. ინფორმაციას ფედერალური პრესა ავრცელებს.
2017 წლის 11 სექტემბერს რუსეთში, სატელეფონო ტერორიზმის მასობრივი ტალღა დაიწყო. მაშინ, 180 ქვეყნის ქალაქებში 3.5 ათასი შენობა იყო „დანაღმული“.