logo_geo
eng_logo
ხარაგაულის სარკინიგზო გადასარბენზე ახალი ლიანდაგის გადართვითი სამუშაოები ჩატარდება
- +

4 აპრილი. 2018. 12:46

 

„საქართველოს რკინიგზის“ მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში, სალიანდაგო დეპარტამენტი ხარაგაულის სარკინიგზო გადასარბენზე ახალი ლიანდაგის გადართვით სამუშაოებს ჩაატარებს. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს რკინიგზა“ ავრცელებს.

 

„ხარაგაული-ძირულას ორკილომეტრიან სარკინიგზო მონაკვეთზე ხისას, რკინა-ბეტონის შპალები ჩაანაცვლებს. 2018 წლის 12 აპრილს, სამუშაოების ჩატარების მიზნით გამოყოფილი 8 საათიანი „ფანჯრის“ გამო, მსვლელობიდან მოიხსნება თბილისი-ქუთაისი-ოზურგეთის ჩქარი, ორჯგუფიანი მატარებელი #12/11(18/17) ორივე მიმართულებით. ასევე ორივე მიმართულებით მსვლელობიდან მოიხსნება ხაშური-ზესტაფონის (#6446/6445 და 6448/6447) საგარეუბნო მატარებლები“, - ნათქვამია „საქართველოს რკინიგზის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner